ევროპარლამენტარი: მნიშვნელოვანია, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდეს

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის წევრის მიხეილ ბონის შეფასებით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა შეასრულა.

მისი თქმით, საქართველომ ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და ქართველი ხალხი იმსახურებს, ევროპაში უვიზოდ გადაადგილდნენ.

„ყველა მოთხოვნა შესრულებულია. ხმა მივეცით ვიზელიბერალიზაციის სასარგებლოდ, თუმცა საბჭოს პოზიციით, ურთიერთკავშირშია ვიზალიბერალიზაცია და შეჩერების მექანიზმი. ველოდებით შეჩერების მექანიზმზე მუშაობის დასრულებას. პარლამენტმა მხარი დაუჭირა და ვფიქრობ, რომ საბჭომაც და ევროკავშირის ხელმძღვანელობამაც უნდა დააჩქარონ გადაწყვეტილების მიღება. ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი წლის ბოლომდე დასრულდეს. ჩვენ, პარლამენტარები ვცდილობთ პროცესი დავაჩქაროთ“, – განაცხადა მიხეილ ბონიმ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ევროპარლამენტში საბოლოო კენჭისყრა.

Comments
Loading...