ევროპარლამენტარი, რომელიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს, პარტიიდან გარიცხეს

ევროპარლამენტის წევრი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, რომელიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს, გუშინ, საკუთარი პარტიიდან “სამოქალაქო პლატფორმა” გარიცხეს.

პოლონეთის მთავრობამ იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა

აღნიშნული ინფორმაცია პარტიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და 4 მარტით არის დათარიღებული. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ “სამოქალაქო პლატფორმიდან” მისი გარიცხვა ასევე ნიშნავს, რომ იგი გაირიცხება “ევროპის სახალხო პარტიიდანაც”, რომლის შემადგენლობაშია “სამოქალაქო პლატფორმა”. იაცეკ სარიუშ-ვოლსკი “ევროპის სახალხო პარტიაში” ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

allnews.ge

Comments
Loading...