ევროპარლამენტის პრეზიდენტი ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის პრეზიდენტი ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა. შეხვედრის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეგიდით გაიმართა. სავაჭრო სამრეწველო პალატის მოწვევით საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ევროპალატის პრეზიდენტი რიჩარდ ვებერი. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ევროპალატის პრეზიდენტის, ასეთი მაღალი რანგის პირის ვიზიტი საქართველოში პირველად შედგა. ნინო ჩიქოვანის თქმით, ევროპალატა ევროკავშირის წევრი ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანებას წარმოადგენს და იმ კომპანიების გაერთიანებასაც, რომელსაც წევრი ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატები წარმოადგენენ. მთლიანობაში კი ეს 20 მილიონ კომპანიას ითვალისწინებს ევროკავშირის მასშტაბით. ნინო ჩიქოვანის განცხადებით, ევროპალატის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისათვის, არამედ ზოგადად ბიზნესსექტორისათვის.

Comments
Loading...