ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციის „შეჩერების მექანიზმის“ შეთანხმებული რეგულაციის განხილვა 14 დეკემბერს იგეგმება

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ვიზალიბერალიზაციის „შეჩერების მექანიზმის“ შეთანხმებული რეგულაციის განხილვა 14 დეკემბერს არის დანიშნული, ხოლო კენჭისყრა 15 დეკემბერს გაიმართება.

ამის შესახებ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტი ბრიუსელში, რიკარდ იოზვიაკი წერს.

„შეჩერების მექანიზმთან“ დაკავშირებით დებატები ევროპარლამენტის პლენალურ სესიაზე ოთხშაბათს, 14 დეკემბერს გაიმართება, ხოლო კენჭისყრა ხუთშაბათს, 15 დეკემბერს შედგება“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.

ვიზალიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმის შეთანხმებულ ვარიანტს ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტის (LIBE) 37 წევრმა დაუჭირა მხარი, ცხრა წევრი წინააღმდეგი წავიდა, ორმა წევრმა კი, თავი შეიკავა.

LIBE-ს კომიტეტმა ვიზალიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი გუშინ მიიღო. კომიტეტის ინფორმაციით, „შეჩერების მექანიზმს“ ევროპარლამენტის წევრები პლენარულ სესიაზე სავარაუდოდ, მომავალ კვირას უყრიან კენჭს.

Comments
Loading...