ევროპაში სიცივისა და ყინვის შედეგად, 40 ადამიანი გარდაიცვალა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ტემპერატურის მკვეთრ კლებას პოლონეთში ათი, ჩეხეთში კი, ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ორი ადამიანი გაიყინა ბელორუსში, ხოლო ორი იტალიაში. მათ შორის, 82 წლის პენსიონერი სახლში გათბობის არარსებობის გამო გარდაიცვალა. 78 წლის მოხუცმა კი, ქუჩაში გასვლისთანავე სიცივისგან გონება დაკარგა და მიღებული ტრავმებისგან ადგილზე დაიღუპა.
სტატისტიკური მონაცემებით, ევროპის სხვა ქვეყნებში ყინვისგან ძირითადად, უსახლკაროები იღუპებიან.
ანომალიურმა სიცივემ ევროპის ბევრ ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის კოლაფსიც გამოიწვია, რადგან გზებმა და ელექტროსისტემებმა ყინვას ვერ გაუძლო.