ევროპიდან აზიაში გვირაბით პირველად კვირიკაშვილი, ერდოღანი და ილდირიმი სტუმრებთან ერთად გავიდნენ

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სტამბულში, „ევრაზიის გვირაბის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

 
ზღვის ქვეშ გაყვანილი 14,6 კილომეტრი სიგრძის გვირაბი, ევროპისა და აზიის კონტინენტებს ერთმანეთთან დააკავშირებს, რაც ისტორიული „აბრეშუმის გზის“ აღდგენის საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

 
“ევრაზიის გვირაბის” 5,4-კილომეტრიანი მონაკვეთი ბოსფორის ქვეშ სპეციალური ტექნოლოგიით აგებული ორსართულიანი გვირაბისა და დაკავშირებული გვირაბებისგან შედგება.

 
ახლადგახსნილი გვირაბით, ევროპიდან აზიაში, პირველად, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, თურქეთის პრემიერ მინისტრი ბინალი ილდირიმი, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ცერემონიაზე მიწვეული სტუმრები გადავიდნენ.

 
გვირაბის ყველაზე ღრმა ადგილას თურქეთის პრეზიდენტმა სამახსოვრო დაფა გააკეთა.

 

 

ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს

წყარო:  guardian.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.