ევროვიზია 2017 -ის გამარჯვებულის საოცარი შესრულება (ვიდეო)

27 წლის პორტუგალიელი მომღერალი სალვადორ სობრალი ფინალური რაუნდის გამარჯვებული გახდა კიევში გამართულ “ევროვიზია”-2017-ის საერთაშორისო სიმღერის კონკურსზე.ევროვიზიის ისტორიაში ეს გახლავთ პორტუგალიის პირველი გამარჯვება.

სობრალის ბალადამ “Amar Pelos Dois” 788 ქულა აიღო.კონკურსზე მთლიანად გამარჯვებისთვის 26 ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოდა.წინა კონკურსებისგან განსხვავებით წელს ჯერ მონაწილე ქვეყნების ჟიურის მიცემული ხმების შედეგები გამოქვეყნდა, შემდეგ კი მაყურებლების.ჟიურის და მაყურებლების ხმების თანაფარდობა 50/50-ზე იყო. ტრადიციულად მაყურებლები კონკურსანტს ხმას SMS-ით ან სატელეფონო ზარით აძლევდნენ.

Comments
Loading...