facebook-ი პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე წესებს ამკაცრებს

სოციალურ ქსელ Facebook- ის ხელმძღვანელობა ევროპარლამენტის, ასევე უკრაინის ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, პოლიტიკური შინაარსის რეკლამის განთავსების თაობაზე ზომების გამკაცრებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ბლოგზე გავრცელდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ “დამატებით ინსტრუმენტებს“ მარტის ბოლოს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ზომების გამკაცრების შემდეგ, ყველა მომხმარებელმა, ვინც  პოლიტიკურ რეკლამას ყიდულობს, ვინაობა უნდა დაადასტუროს.

ასევე სოციალურ ქსელი სპეციალური ბიბლიოთეკის შექმნას გეგმავს, სადაც პოლიტიკური რეკლამის მომხმარებელთა შესახებ ინფორმაცია შეინახება.

ადგილზე ასე ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია იმ პირზე, ვინც შეიძინა რეკლამა და რა რაოდენობის ბიუჯეტი აქვს სარეკლამო კამპანიას.

ამა წლის 16 იანვარს, სააგენტო Reuters-ი წერდა, რომ Facebook-ი უკრაინაში არჩევნების გამართვამდე პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე წესებს ამკაცრებს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიებები არჩევნებში შესაძლო ჩარევის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

Global Policy-ის დირექტორის კეტი ჰარბათის ცნობით, ნიგერიაში თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული რეკლამები მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი. ანალოგიურ ზომებს მიიღებენ თებერვლიდან უკრაინაშიც, სადაც მარტის ბოლოს სახელმწიფოს მეთაურს აირჩევენ.

Facebook- ის პროდუქციის მენეჯერის რობ ლიზერნის განცხადებით, ინდოეთში,  საპარლამენტო არჩევნების წინ, პოლიტიკური რეკლამები სპეციალური ონლაინ ბიბლიოთეკაში განთავსდება. მან განმარტა, რომ ბიბლიოთეკაში რეკლამის შენახვა არჩევნების ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

Comments
Loading...