forbes-ის რეიტინგით, ბილ გეიტსი კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია

ჟურნალმა Forbes-მა 400 უმდიდრესი ამერიკელის ტრადიციული რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის თანახმად, აშშ-ში ყველაზე მდიდარი ადამიანების საერთო სიმდიდრემ 2.7 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რომელში ბილ გეიტსი ლიდერობს.

კერძოდ, Forbes-ის რეიტინგში, ზედიზედ 24-ე შემთხვევაა, როცა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად Microsoft- ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი დასახელდა, მისი ქონება $ 89 მილიარდითაა შეფასებული. (წლის განმავლობაში მისი ქონება $ 8 მილიარდით გაიზარდა).

სამეულში ასევე შედის Amazon-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჟეფ ბეზოსი $ 81.5 მილიარდი დოლარით და Berkshire Hathaway-ის გენერალური დირექტორი, უორენ ბაფეტი $ 78 მილიარდით.

მეოთხე ადგილს Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი იკავებს, რომლის ქონებაც გასულ წელს უსწრაფესად, $ 15.5 მილიარდიდან $ 71 მილიარდამდე გაიზარდა. წელს, 400 უმდიდრესი ამერიკელების რეიტინგში შესვლისთვის, 2 მილიარდი დოლარის ქონების ფლობა აუცილებელი იყო (ერთი წლით ადრე საკმარისი იყო $ 1.7 მილიარდი).

სიაში ყველაზე ახალგაზრდა, ისევე, როგორც ერთი წლის წინ, Snapchat-ის 27 წლის თანადამფუძნებელი, ევან შპიგელია, უხუცესი – 94 წლის დეველოპერი ალექს სპანოსი. 2017 წლის 400 ყველაზე მდიდარი ამერიკელის სიაში 22 ახალი სახეა, მათგან 14 – ბიზნესმენია, რომლებმაც ბიზნესი ნულიდან დაიწყეს.

Comments
Loading...