Forbes-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 400 მილიონი დოლარით შემცირდა

გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების საიუბილეო, 30–ე რეიტინგი გამოაქვეყნა.

სიის სათავეში ბიზნესმენი ბილ გეითსია, მეორე ადგილზე _ ამანსიო ორტეგა, მესამე ადგილზე კი, უორერ ბაფეტია.

რაც შეეხება ქართველ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, ის გამოცემის რეიტინგში 298–ეა 4,8 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონებით.

შეგახსენებთ, გასული წლის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში ივანიშვილი 291-ე ადგილზე იყო და მისი ქონება 5,2 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

Comments
Loading...