Forbes-მა კახეთი მსოფლიოს საუკეთესო მეღვინეობის რეგიონებს შორის დაასახელა

იტალიის, ახალი ზელანდიის, ესპანეთისა და არგენტინის გვერდით მოხვდა საქართველოც. კერძოდ კი კახეთის რეგიონი, სადაც მოგზაურობას Forbes მკითხველებს მაისში ურჩევს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში საქართველო როგორც ღვინის მიმართულება არაერთხელ მოხვდა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. ამასთან გამოცემა წერს, რომ საქართველოში ღვინის ტურის მოსაწყობად ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონი კახეთი და მისი სოფლებია.

„საქართველოს სახელი, როგორც ღვინის ადგილმდებარეობის, ბოლო პერიოდში ფართოდ გავრცელდა. თუმცა, ჯერაც ბევრი ადამიანი არ სტუმრობს ამ ქვეყანას. აქაურ სოფლებს შენარჩუნებული აქვთ ავთენტური მიმზიდველობა, ღვინის უნიკალურმა ტრადიციებმა კი ყველაფერს გაუძლო. კახეთი ცნობილია მიწისქვეშ დამარხულ ჭურჭელში – ქვევრში ღვინის დაყენებით“, – წერს ავტორი.

ღვინის გარდა, ავტორი მკითხველს ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნებასაც ურჩევს.

geopressnews.ge

Comments
Loading...