გაჩეჩილაძეები არჩევნების წინ აღმოცენდებიან, ივაჭრებენ, მიიღებენ ფულს და მერე რამდენიმე წელი დათვებივით ამ ფულს ხრავენ

“არჩევნების წინ აღმოცენდებიან, ივაჭრებენ, მიიღებენ ფულს და მერე რამდენიმე წელი დათვებივით ამ ფულს ხრავენ”,- ეს განცხადება “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ლევან და გია გაჩეჩილაძეების შესახებ, “მაესტროში” ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ტელეკომპანია “პირველთან” გააკეთა.

“გაჩეჩილაძეების ერთადერთი ინტერესი, მთელი ცხოვრების განმავლობაში ფინანსური შემოსავალია. პოლიტიკაშიც იმიტომ არიან, რომ არცევნების წინ პერიოდულად გამოჩნდნენ, გამოივაჭრონ ფული და გაქრნენ. შეხედეთ, პოლიტიკაში მათ დინამიკას და მიხვდებით, რომ ეს ასეა. არჩევნების წინ აღმოცენდებიან, ივაჭრებენ, მიიღებენ ფულს და მერე რამდენიმე წელი დათვებივით ამ ფულს ხრავენ. შემდეგ არჩევნებზე კი ისევ გამოჩნდებიან ხოლმე. კიდევ ერთხელ ვამბობ, გამოჩნდებიან არჩევნების წინ, ამტუტებენ სიტუაციას, გამოივაჭრებენ მოქმედი ხელისუფლებისგან რაღაცას და მერე რამდენიმე წელი არჩევნებამდე ისევ გაქრებიან.

არასდროს არც ხელისუფლებაში არ მოდიან, არც პოლიტიკაში არ რჩებიან.ეს მათი მოქმედების ძალიან მარტივი მექანიზმია”,- განაცხადა გვარამიამ.

Comments
Loading...