გაჩეჩილაძის ადვოკატი: ეს იყო წმინდა ერთი-ორი დარტყმა
“ცემას რა თქმა უნდა აღიარებს, ამ აღიარებით მივიდა და გამოცხადდა სწორედ პოლიციაში. რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლას, არა თუ დამძიმების მიზნით, არამედ მიგვაჩნია, რომ იმ ფარგლებში, რაც ახლა მიმდინარეობს, ესეც არ არის სწორი, ჩვენ, რატი გაჩეჩილაძის დაცვის მხარეს მიგვაჩნია, რომ ეს იყო წმინდა, ერთი-ორი დარტყმა, რომელსაც კი არ ვაკნინებ ან ვაბუქებ, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის, ეს იყო მხოლოდ ადმინისტრაციულად დასჯადი ქმედება და საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ეს იყო ნასვამი ახალგაზრდა ბიჭის სპონტანური რეაქცია, დაგროვილი ბოღმის და შურისძიების ფონზე კიდევ რომ მოესმა მისი მამის სახელი, ადგა და დაარტყა”,-განაცხადა
ipress.ge