გადაწყდა, რომ პატრიოტთა ალიანსის წევრები შიმშილობას დღესვე შეწყვეტენ

განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მანანა კობახიძის ოფიციალურ გვერდზე:

“დასრულდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდაომარის პირველი მოადგილის მანანა კობახიძისა და “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ირმა ინაშვილი შეხვედრა. მოლაპარაკებების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ “პატრიოტთა ალიანსის” წევრები და მხარდამჭერები აქციის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას დღესვე შეწყვეტენ. შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს შეეხო (სხვა პოლიტიკურ თემებზე მსჯელობა არ ყოფილა) და გადაწყდა, რომ ამ თემაზე დისკუსია სამაგიდო ფორმატში გაგრძელდება.”

პატრიოტთა ალიანსის ლიდერები განცხადებას დღეს საღამოს გააკეთებენ

Comments
Loading...