გადაუდებელი სამუშაოების გამო, საბურთალოს ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, შეზღუდვა 10:00-დან 18:00 საათამდე ანა პოლიტკოვსკაიასა და ჯიქიას ქუჩების ნაწილს შეეხება.

აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

Comments
Loading...