“გადავიღებდი ფოტოს… ხელი ამეფარებინა თუ არა მაგაზეც დავფიქრდებოდი” – ნიკა გვარამია
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კოშკების ფონზე გადაღებული შიშველი მამაკაცის ფოტო. რამდენიმე დღეში ვიდეო, სადაც ბიჭი ბოდიშს იხდის. ამბავს სოციალურ ქსელებში აქტიური გამოხმაურება მოყვა. სვანეთში გაშიშვლებული ბიჭის მხარდასაჭერად მსახიობი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
“სრული სოლიდარობა შიშველ ბიჭს სვანეთიდან.
მსგავს ფორმაში რომ ვიყო, უფრო შორსაც წავიდოდი ჩემი სოლიდარობის გამოხატვაში – ზუსტად იქვე გადავიღებდი ფოტოს და გამოვაქვეყნებდი
ps ხელი ამეფარებინა თუ არა, მაგაზეც დავფიქრდებოდი ამ იდიოტების ჯინაზე”