“გადით აქედან” – ოთარ ფარცხალაძე ჟურნალისტებს გაურბის (ვიდეო)

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს.
კითხვას – „დაკითხეს თუ არა ის ლაშა თორდიაზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ,“ ფარცხალაძემ მოკლე პასუხი გასცა – „გაიწიე იქით” და ტერიტორია დატოვა.ლაშა თორდიას ფიზიკურად 12 მაისს გაუსწორდნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.

თორდიას მტკიცებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაესხა თავს.

https://youtu.be/V-HtuExpoYE

წყარო: ნიუპოსტი

Comments
Loading...