გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად, ქალაქ ჟენევაში, გაერო-ს ოფისის ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ორგანიზაციის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველო ჟენევის ოფისს საჩუქრად იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ ქართულ ქვევრს ჩუქნის.
ქვევრის დადგმის ოფიციალური ცერემონია გაერო-ში 2016 წლის 1-ელ მარტს გაიმართება. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და გაერო-ს ოფისის გენერალური დირექტორი. ღონისძიების ფარგლებში გაიხსნება მემორიალური დაფა. გაიმართება ქართული ღვინის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია. განაგრძეთ კითხვა