გაეროს ახალი გენერალური მდივარი ჰყავს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეცხრე გენერალური მდივანი, პორტუგალიელი ანტონიუ გუტერრიში საქმიანობას 2017 წლის პირველი იანვრიდან შეუდგა.

ანტონიუ გუტერრიშმა თავისი საქმიანობის ძირითად მიზნებად პიროვნების ღირსების დაცვა, სამშვიდობო შუამავლობა, რეფორმებისა და ინოვაციების დანერგვა დაისახა.

2005-2015 წლებში ანტონიუ გუტერრიშს ლტოლვილთა საკითხის მიმართულებით გაერო-ს უმაღლესი კომისარის თანამებობა ეკავა. მას პორტუგალიის მთავრობასა და ხელისუფლებაში 20 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება აქვს. 1995–2002 წლებში მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო. 1976 წელს ანტონიუ გუტერრიში პორტუგალიის პარლამენტში აირჩიეს, სადაც მან 17 წელი იმუშავა.
გაერო-ს მეცხრე გენერალური მდივანი 1949 წელს ლისაბონში დაიბადა. დამთავრებული აქვს ტექნიკური ინსტიტუტი და ფლობს პორტუგალიურ, ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულ ენებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.