გაეროს გენერალური მდივანი სერგეი ლავროვსა და ჯონ ქერის მიმართავს

გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სირიის კრიზისის გადასაჭრელად საჩქარო და ეფექტური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა “დიდი ოცეულის” სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარეობს.
“განსაკუთრებით მივმართავ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ ქერის, რათა მათ დააჩქარონ ურთიერთქმედება სირიის პრობლემასთან მიმართებაში. ახლა დადგა ის დრო, როდესაც მათ და მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ კოლექტიურად უნდა იმოქმედონ. საჩქაროდ უნდა გამოინახოს სირიის პრობლემის გადაჭრის გზები და დასრულდეს ძალადობა”, – აღნიშნა პან გი მუნმა.
მისივე თქმით, ვენაში მოლაპარაკებებისას სირიასთან დაკავშირებით პროგრესი მიღწეულია. “ზომები უნდა იქნას მიღებული კაცობრიობისთვის. პარიზში მომხდარი თავდასხმები გვიჩვენებს, რომ ტერორიზმმა მოქმედებები დიდი მასშტაბებით დაიწყო. ვიმედოვნებ, “ოცეულის” ლიდერები ტერორიზმის საფრთხის წინაშე ერთიანები იქნებიან”, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

Comments
Loading...