გაეროს უშიშროების საბჭომ “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს უშიშროების საბჭომ “ისლამური სახელმწიფოსა” და “ალ-ქაიდას” წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საფრანგეთის მიერ მომზადებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. დოკუმენტს უშიშროების საბჭოს 15-ვე წევრმა დაუჭირა მხარი.

რეზოლუცია მოუწოდებს გაერო-ს წევრ ქვეყნებს, რომლებსაც ყველა აუცილებელი ღონისძიების მიღების შესაძლებლობა აქვთ, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ტერაქტების აღსაკვეთად ექსტრემისტული დაჯგუფებების – “ისლამური სახელმწიფოსა” და ფრონტ ან-ნუსრას” წინააღმდეგ ბრძოლა გააძლიერონ.

დოკუმენტი “ფრონტ ან-ნუსრას” და “ალ-ქაიდასთან” დაკავშირებულ ყველა დაჯგუფებას საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის საფრთხედ აღიარებს.

რეზოლუცია გმობს “ისლამური სახელმწიფოს” მიერ 26 ივნისს ტუნისში, 10 ოქტომბერს ანკარაში, 31 ოქტომბერს სინაის ნახევარკუნძულზე, 12 ნოემბერს ბეირუთში და 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებულ ტერაქტებს გმობს და ტუნისის, თურქეთის, რუსეთის, ლიბანის და საფრანგეთის ხელისუფლებებს სამძიმარს უცხადებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.