“გაერთიანებული საზოგადოება” – თავისუფლება ირაკლი რამიშვილს!

“დღეს 25 ნოემბერს 18 საათზე გაიმართება ირაკლი რამიშვილის მხარასაჭერი აქცია გეგეშიძის ბაღში.!
აქცია ტარდება ახალგაზრდების ინიციატივით !
საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ ირაკლი რამიშვილს პროკურატურის არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გირაო 7000 ლარის ოდენობით შეუფარდა!
შემდგომში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა ასევე პროკურატურის არასაკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად სრულიად უსაფუძვლოდ გირაო პატიმრობით შეუცვალა … !
მიუხედავად სააპელაციო სასამართლოზე წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობისა, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ირაკლი რამიშვილის სათუო ჯანმრთელობა და მივიღეთ დღეს ეს სავალალო შედეგი. მის ფიზიკურ მდგომარეობას მიადგა ძალიან დიდი ზიანი ციხეში ყოფნის პერიოდში, რამაც გამოიწვია მისი ღუდუშურის კლინიკაში სასწრაფოდ გადაყვან,ა მას გაუკეთდა ოპერაცია!
დღეს ჩვენ ახალგაზრდები ერთად ვდგებით უსამართლობის წინააღმდეგ. ახალგაზრდებმა უნდა დავიცვათ ერთმანეთის სიმართლე რათა შემდგომში თავად არ გავხდეთ ამ ყველაფრის მსხერპლნი !
ჩვენ ვითხოვთ: 26 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მოსამართლისგან ირაკლის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებას და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას !
დღეს ჩვენთვის უსამართლობა სწორედ ირაკლის ციხეში ყოფნაა!
თავისუფლება ირაკლი რამიშვილს !”
– წერს “გაერთიანებული საზოგადოების” ხელმძღვანელი ანი დარსალია სოციალურ ქსელში

Comments
Loading...