გაეცანით სამი 19 წლის სტუდენტის მიერ დაარსებულ კომპანიას – “ბუტრანა”

 

19 წლის ჯემალ ხატიაშვილმა ახალი ბრენდი, “ბუტრანა” შექმნა. “ბუტრანა” აერთიანებს ღვინოსა და ყველის პროდუქტს, ახალგაზრდა მეღვინე მის მიერ ჩამოსხმულ საფერავში ყველს ფრანგული ტექნოლოგიით აძველებს. Myrest–ი ჯემალ ხატიაშვილს ესაუბრა.

 როგორ დაიწყო თქვენი ბიზნეს-საქმიანობა ?

ყველაფერი დავიწყე 14 წლის ასაკში, როცა პირველად დავწურე ღვინო. შემდეგ, ეს ღვინო დაძველდა, სამი წლის შემდეგ გავხსენი და აღმოჩნდა, რომ ძალიან გემრიელი იყო. ეს ნამდვილად გახდა პირველი სტიმული, რომ ღვინო ჩამომესხა ბოთლებში და ყოფილიყო ყველასათვის ხელმისაწვდომი.

 როგორ შეარჩიეთ კომპანიის სახელი ?

კომპანიას სახელი “ბუტრანა” დავარქვით იმიტომ, რომ სოფელ ტიბაანთან არის მიწები, სადაც გაშენებულია 14 ჰექტარზე ვენახები. ამ მიწებს განსაკუთრებული თვისებები აქვს და უფრო ნაყოფიერიცაა, ვიდრე სხვაგან.

 ამჟამად სად შეიძლება თქვენი ღვინის ყიდვა ?

ამჟამად იყიდება ფალიაშვილზე “ყველის სახლში”, ნუცუბიძეზე “ყველის კუთხეში” და ლესელიძეზე რამდენიმე მაღაზიაში, რომლებიც ტურისტებზეა გათვლილი.

 როგორ ფიქრობთ, რა არის ამ სფეროში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანი ?

პირველ რიგში, ალბათ, მონდომება. უნდა დაისახო მიზანი და გააკეთო ყველაფერი.

 თქვენ აწარმოებთ ღვინოსაც და ყველსაც, რა სეგმენტზეა გათვლილი ?

ყველის წარმოება ძალიან შრომატევადია და იმდენად ძვირფასი ყველია, რომ ფასიც მაღალი აქვს. ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენ ყველს ვაძველებთ საფერავში, დაახლოებით, 40 დღე.

 თქვენი აზრით, ამჟამად როგორი გარემოა ქვეყანაში ბიზნესისთვის ?

ამჟამად ქვეყანაში, მე პირადად, კომფორტულად ვგრძნობ თავს. არანაირი შეზღუდვა არ მაქვს. პოპულარიზაციაში ხელს გვიწყობენ, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ყველის ფესტივალი ჩატარდა და ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო გაკეთებული.

ფოტო  – “ბუტრანას” ფეისბუკ გვერდი.

 სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ ?

ახლა უკვე შეგვაქვს ღვინო რამდენიმე ჰიპერმარკეტში: “სმარტში”, “კარფურში”. გაზაფხულიდან მინდა, რომ დავნერგო ევროკავშირის სტანდარტი ქარხანაში, “ჰასპის” სტანდარტი და შემდეგ, ინიციატივით შევიდე სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რომ პირველად, ღვინო და ყველი ერთად გავიტანო საზღვარგარეთ.

წყარო: myrest.ge

კომპანიის დარანრჩენ ფუნქციებს ინაწილებენ ნიკა ჩიხრაძე და გიორგი ხუფენია.

ნიკა ჩიხრაძე დაიბადა თბილისში,დაამთავრა 55-ე საჯარო სკოლა და ამჟამად სწავლობს კავკასიის უნივერსტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე.მისი როლი კომპანიაში ფინანსების მენეჯმენტი და გაყიდვებია.

0

       როგორც ნიკა ჩიხრაძე, ასევე გიორგი ხუფენია დაიბადა თბილისში და დაამთავრა 55-ე საჯარო სკოლა იგი ამჟამად სამხატვრო აკადემიის სტუდენტია და ირგებს კომპანიის მარკეტინგულ მოვალეობებს.

იხილეთ ფოტოები კომპანიის პრეზენტაციიდან

Comments
Loading...