გაგრაში რუსი ტურისტების ავტობუსს ქვები დაუშინეს

აფხაზეთში, გაგრაში ავტობუსს, რომელშიც რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ, ქვები დაუშინეს.  ავტობუსში შუშები ჩაიმსხვრა, რამდენიმე ადამიანმა კი, ტრავმა მიიღო. დაზარალებულებს შორის 5 წლის ბავშვია, რომელიც შუშის ნამსხვრევისგან დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ntv.ru Apsnylife-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემას ავტობუსის მძღოლმა განუცხადა, ინციდენტი ერთ-ერთ რესტორანთან ახლოს მოხდა. ავტობუსში 52 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 5 ბავშვი იყო.

ipress.ge

Comments
Loading...