გაინტერესებთ როგორ მოიპოვოთ გავლენა თქვენს სფეროში?

ნებისმიერი კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ წარმატებისთვის გავლენის მოპოვებაა. თუ თქვენ შეძლებთ გახდეთ პოპულარული მაშინ წარმატება გაცილებით უფრო მარტივად მისაღწევი იქნება. გთავაზობთ რამდენიმე გზას გავლენის მოსაპოვებლად:

 

მოძებნეთ თქვენს სფეროში არსებული ლიდერი – გამოიყენეთ ინტერნეტი და მოძებნეთ შთამაგონებელი ვიდეო ჩანაწერები თქვენს სფეროში არსებული ლიდერებისგან. ისწავლეთ მათგან და თავადაც შექმენით გარკვეული აუდიტორია, შემდეგ გაავრცელეთ მათში თქვენი იდეები და აუცილებლად მოიპოვებთ გავლენას.

 

დაავიწროვეთ თქვენი მიმართულება -თქვენს სფეროში აუცილებლად იარსებებს განსხვავებული ნიშები. დაფიქრდით რა არის თქვენი ძლიერი  მხარე და რა ნიშა შეგიძლიათ დაიკავოთ. დაავიწროვეთ მიზნები და ეცადეთ წარმატებული იყოთ კონკრეტული მიმართულებით.

 

შექმენით ქსელი – ქსელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია გავლენისთვის, რადგან რაც უდრო დიდია ქსელი, მით უფრო მეტია გავლენა.

 

წარმოაჩინეთ საკუთარი თავი – საზოგადოებას თქვენს მიმართ აუცილებლად ექნება შეკითხვები, დაფიქრდით მათზე და გაეცით პასუხი. შემდეგ შექმენით მცირე ზომის სტატიები და თავად გამოაქვეყნეთ, რომლებშიც ჩამოყალიბებული იქნება თქვენი შეხედულებები.

 

jolo.ge

Comments
Loading...