გაიცანით ტრამპების ოჯახი (ვიდეო)

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპია, რომელსაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავს.

 

ახლადარჩეული პრეზიდენტის მესამე მეუღლე მელანია ტრამპია, რომელიც ყოფილი მოდელია. იგი წარმოშობით სლოვენიის პატარა ქალაქ სენვიკადანაა.

დონალდ ტრამპის პირველი მეუღლე ივანა ტრამპი იყო. საერთო ჯამში, აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს სამი მეუღლისგან ხუთი შვილი ჰყავს. მისი უფროსი ვაჟი 38 წლის დონალდ ტრამპ უმცროსია, რომელსაც მეუღლე და ხუთი შვილი ჰყავს.

ტრამპის მეორე შვილი 35 წლის ივანკა ტრამპია, რომელიც ჯარედ კუშნერის – საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მრჩევლის მეუღლეა. მათ სამი შვილი ჰყავთ.

ახლადარჩეული პრეზიდენტის მომდევნო შვილი 32 წლის ერიკ ტრამპია, რომელიც ერიკ ტრამპის ფონდის დამფუძნებელია. ჰყავს მეუღლე ლარა იუნასკა ტრამპი.

23 წლის ტიფანი დონალდ ტრამპს მეორე მეუღლე მარლა მაფლესგან შეეძინა. გასულ წელს მან პენსილვანიის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და ურბანისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა.

10 წლის ბარონ ტრამპი კი, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის უმცროსი ვაჟია, რომელიც მას მომავალი პირველი ლედის, მელანია ტრამპისგან შეეძინა.

Comments
Loading...