„გახშირდა ქალაქში სხვადასხვა ქუჩების თვითნებურად გადათხრის ფაქტები“

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, გარკვეულ კომპანიებს დადგენილ ვადებში შესაბამისი სამუშაოების შესრულება უგვიანდებათ, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.

დავით ნარმანიამ შესაბამის სამსახურებს დაავალა, სანქციების გამკაცრებაზე ან კონტროლის უფრო მეტად გაზრდაზე იზრუნონ.

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა ქალაქში სხვადასხვა ქუჩების, მოედნების, სკვერების თვითნებურად გადათხრის ფაქტები. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ვავალებ, რომ რაიონული სამსახურების მეშვეობით რაც შეიძლება დროულად შეისწავლოს ყველა მსგავსი შემთხვევა, მოაწოდოს წინადადებები მერიას“, – განაცხადა ნარმიანიამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.