გალაქტიკა ანდრომედა-ჩვენი მეზობელი უზარმაზარ სამყაროში (შევხვდებით 4 მილიარდი წლის შემდეგ)

ანდრომედას გალაქტიკა — სპირალური გალაქტიკა, რომელიც დაახლოებით 2,5 მილიონი სინათლის წლის მანძილზე იმყოფებადედამიწიდან, ანდრომედას თანავარსკვლავედში. ის ასევე ცნობილია, როგორც “მესიერ 31”, M31 ან NGC 224. ანდრომედა ხშირად არის მოხსენიებული ძველ ტექსტებში, როგორც “დიდებული ანდრომედას ნისლეული”. ეს გალაქტიკა უახლოესისპირალური გალაქტიკაა, რომელიც ჩვენს გალაქტიკასთან მდებარეობს, მაგრამ არა ყველაზე უახლოესი. მან თავისი სახელი მიიღო იმ ცის ნაწილიდან, რომელშიც ის ჩნდება ხოლმე – ანდრომედას თანავარსკვლავედში, რომელმაც ეს სახელიმითოლოგიური პრინცესა ანდრომედასგან მიიღო. M31 ყველაზე დიდი გალაქტიკაა “ადგილობრივ ჯგუფში“, რომელიც ასევე მოიცავს ჩვენს “ირმის ნახტომს” და 30-მდე სხვა შედარებით პატარა გალაქტიკას. მართალია ანდრომედა უდიდესია “ადგილობრივ ჯგუფში“, მაგრამ ის ყველაზე მასიური არაა. ახალ კვლევებს თუ დავუჯერებთ, ჩვენი გალაქტიკა შეიცავს უფრო მეტბნელ მატერიას და სრულიად შესაძლებელია “ირმის ნახტომი” იყო ყველაზე მასიური ჯგუფში. 2006 წლის დაკვირვებების მიხედვით, რომელიც “სპიცერის” ინფრაწითელი ტელესკოპით მოხდა, M31-ში არსებობს 1 ტრილიონი ვარსკვლავი: სულ ცოტა, ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვენს გალაქტიკაში. “ირმის ნახტომში” მეცნიერებმა შეაფასეს ვარსკვლავების რაოდენობა და გამოვიდა, რომ ის შეიცავს 200-400 მილიარს მნათობს.

ანდრომედას გალაქტიკა, მეცნიერთა აზრით, დაახლოებით იწონის 7,1×1011 მზის მასას. შედარებისთვის, 2009 წლის კვლევების მიხედვით, “ირმის ნახტომი” და ანდრომედა დაახლოებით ერთი და იმავე მასის არიან, ხოლო 2006 წლის გამოკვლევები აჩვენებენ, რომ “ირმის ნახტომი” ანდრომედას მხოლოდ 80% იწონის. 3,75 მილიარდ წელიწადში, ეს ორი გალაქტიკა ერთმანეთს შეეჯახება.

Comments
Loading...