გალის რაიონიდან 47 წლის მამაკაცი გაიტაცეს

გალის რაიონის სოფელ მახუნჯიადან 47 წლის გერონტი ცატავა გაიტაცეს.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, წუხელ გვიან ღამით, მათთან შეიარაღებული პირები მივიდნენ, გერონტი ცატავა საცხოვრებელი სახლიდან მუქარითა და დაშინებით გაიყვანეს, ხელბორკილები დაადეს და გათავისუფლებისთვის 200 ათასი რუსული რუბლი მოითხოვეს.

ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს და სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

Comments
Loading...