გალში არცერთ სკოლას ქართული სკოლის სტატუსი აღარ აქვს

ქართული ენის სწავლების აკრძალვა გალში, – ეს მთავარი საკითხია, რომელიც ქართულმა მხარემ ჟენევის შეხვედრაზე დააყენა.

მიუხედავად დოკუმენტური მტკიცებულებისა, ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ გალის რაიონში ქართული ენის სწავლება არ შეუზღუდავთ.

ამ დროისთვის 31 ქართული სკოლიდან გალის რაიონში მშობლიურ ენას მხოლოდ კვირაში რამდენიმე საათი ეთმობა და სკოლებს ქართული სკოლის სტატუსი აღარ აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ გალის რაიონის ქართული სკოლებში მშობლიური ენის სწავლება აიკრძალა, პაატა ზაქარეიშვილი ვითარებას ტრაგიკულად არ აფასებს.

სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, გალის რაიონში პრობლემები არის, მაგრამ მთავრობას მისი გამოსწორების გზებიც გააჩნია.

გალის რაიონში ქართული ენის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მოსკოვმა აგვისტოში მიიღო. ოკუპირებული გალის რაიონში 2015 წლის აგვისტომდე 31 ქართული სკოლა იყო. ამ დროისთვის არცერთ მათგანს ქართული სკოლის სტატუსი აღარ აქვს.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე, დავით კაკულია რუსთავი2

Leave A Reply

Your email address will not be published.