“გამგეობა და მერია მოსახლეობის მოთხოვნებს არ უსმენს” (აქცია გლდანის გამგეობასთან)

“დღეს 15 საათზე გაიმართება გლდანის გამგეობასთან, გიორგიწმინდის მოსახლეობისა და ა/ო “გაერთიანებული საზოგადოების” ორგანიზებით გამაფრთხილებელი აქცია-პერფორმანსი !
არჩევნების შემდეგ გიორგიწმინდის მოსახლეობა ითხოვს გზის დაგებას და სხვა რიგი მარტივი პრობლემების მოგვარებას, რაც აუცილებელია საცხოვრებელი პირობებისათვის.
სამწუხაროდ გამგეობა და მერია მოსახლეობის მოთხოვნებს არ უსმენს, არამც თუ ითვალისწინებს !
ჩვენ გაერთიანებული საზოგადოება მოსახლეობას ვუდგავართ გვერდით. მერია და გამგეობა ვალდებულია უსმინოს მოსახლეობას და შეასრულოს ის დანაპირებები რომელიც 2016 წელს გასცეს!.
გამოფხიზლდი მერია ! გამოფხიზლდი გამგეობა !
საზოგადოების აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია !”

ნათქვამია ა/ო “გაერთიანებული საზოგადოების”-ის განცხადებაში

Leave A Reply

Your email address will not be published.