გამოძიება დაწყებულია ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე

“ბიძინა კუჭავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე”,- ამის შესახებ მედიას მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

“ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო და მიმდინარეობს გამოძება ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. საქმეზე დაიკითხა და ამჟამადაც იკითხებიან ის პირები ვისაც შესაძლო შემხებლობა აქვს საქმესთან”,- განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ პროკურორის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ბიძინა კუჭავამ იუსტიციის სახლთან პოლიციელების წინ მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლით მოიკლა თავი”,- განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.

,,აიპრესი”

Comments
Loading...