გამოძიება წულუკიანის წინააღმდეგ- NGO-ები საქმით დაინტერესებას ითხოვენ

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების, იმასთან დაკავშირებით, რომ ვენეციის კომისიაში ვადის გაგრძელების სანაცვლოდ, წულუკიანი მას ხელისუფლებასთან თანამშრომლობას სთავაზობდა, არასამთავრობო სექტორი გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, ამ საქმეებით უნდა დაინტერესდეს პრემიერიც და პარლამენტის თავმჯდომარეც- „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეზე და კონკრეტულ მოსამართლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით,“ – აცხადებს გიგაური.

“საქართველოს განვითარების ფონდის” სამართლის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელის, დავით ჯანდიერის შეფასებით, პაპუაშვილის განცხადება საფუძველს იძლევა, რომ იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება.

Comments
Loading...