ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 47%-ს მიაჩნია, რომ 2012-16 წლებში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ზეწოლა არ ყოფილა.
კითხვაზე 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდზე თუ ვისაუბრებთ, ჩამოთვლილთაგან რომელ მოსაზრებას ეთანხმებით, რესპონდენტებმა შემდეგნაირი პასუხი გასცეს:
გამოკითხულთა 17% თვლის, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების პერიოდში უფრო მეტი ზეწოლა იყო, ვიდრე 2016 წლის არჩევნების პერიოდში.
10%-ს მიაჩნია, რომ ზეწოლის დონე ერთნაირი იყო, როგორც 2012 ასევე 2016 წლის არჩევნების პერიოდში.
16%-ის აზრით, 2016 წლის ოქტომვბრის არჩევნების პერიოდში უფრო მეტი ზეწოლა იყო ვიდრე 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში.
გამოკითხულთა 14%-ს კი კითხვაზე პასუხი არ გააჩნია.
NDI-მ კვლევა 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა, გამოკითხულია 3141 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.