გამოკითხულთა 58% ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სამუშაო ადგილებია.
კითხვაზე – რომელი ეროვნული საკითხებია მნიშვნელოვანი თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის, გამოკითხულთა 58% სამუშაო ადგილებს ასახელებს.
კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 38%-სთვის მნიშვნელოვანი საკითხი ფასების ზრდა და ინფლაციაა.
გამოკითხულთა 27% კი აღნიშნულ პრობლემად ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს.
კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბერიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, 3,141 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida)აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.