დღეს დავამტკიცეთ, რომ “ქართული ოცნება და “ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციონერობას თანაშობენ, სინამდვილეში კი ერთნი არიან, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ემზარ კვიციანმა, “ნინო ჟიჟლაშვლის რვიანში”, თავდაცვისა და უშიშროების მოადგილის თავმჯდომარედ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ირაკლი აბესაძის არჩევაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გამორიცხული არ არის, რომ თავის თანაპარტიელებთან კონსულტაციების შემდეგ, განცხადებას დაწეროს და კომიტეტიდან წავიდეს.
“აქ იმის პრობლემა და დაჟინებული მოთხოვნა არ არის, რომ გინდა თუ არა, მე მინდოდა, ან ჩვენ გვინდოდა თავდაცვისა და უშიშროების მოადგილის თავმჯდომარეობა. აქ არის პრინციპული საკითხი, რომ ვინ ვართ ბოლოს და ბოლოს ჩვენ. ვინ არიან იქითა მხარეს, ვინ ვართ აქეთა მხარეს. უბრალოდ ის არის, რომ თვალთმაქცობა მიდის. ვითომ ოპოზიციონერობას თამაშობენ და სინამდვილეში ერთნი არიან. ეს დღეს დავამტკიცეთ ჩვენ. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. საერთოდ, ალბათ მექნება კონსულტაციები ჩემს თანაპარტიელებთან და არ არის გამორიცხული, ხვალ დავწერო განცხადება და საერთოდ წავიდე კომიტეტიდან”, -განაცადა ემზარ კვიციანმა.
თავდაცვის და უშიშროების მოადგილის თავმჯდომარედ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე აირჩიეს და არა “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანი. “ქართულმა ოცნებამ” ეს კვოტირების პრინციპით ახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი თქმით, ეს ადგილი უმცირესობას ეკუთვნოდა.