„გამორიცხულია, სიგარეტის ფასის ორმაგი ან სამმაგი ზრდა აქციზით იყოს გამოწვეული!“

თამბაქოს ზოგიერთ ნაწარმზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ზოგიერთი დასახელების სიგარეტის გაძვირებასთან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს.
“ჩვენი აზრით, გაძვირება ცალსახად უკავშირდება ბაზარზე ამ სიგარეტის სახეობის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს”, – აცახდებენ ფინანსთა სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ 1-ლი იანვრიდან საქართველოში ზოგიერთი თამბაქოს ნაწარმზე ფასი გაძვირდა. „მარლბოროს“ ფირმის თამბაქო 8 ლარი, ხოლო და „პარლამენტი“ 11 ლარი ღირს. ფასმა იმ პროდუქტზე მოიმატა, რომლის დისტრიბუტორიც საქართველოში „ომეგა“ იყო. ბოლო რამდენიმე დღეა, რამდენიმე დასახელების თამბაქოზე თბილისში დეფიციტია. კომპანია „ომეგაში“ არ აზუსტებენ, თუ რატომ გაძვირდა თამბაქოზე ფასები.
სწორედ ამ კითხვას პასუხობს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე და ამბობს, რომ გაძვირება აქციზის ფასის ზრდას არ უკავშირდება. ის სავარაუდოდ მოწოდება-მოთხოვნის დისბალანსით არის გამოწვეულიო.
„2016 წლის 1-ლი იანვრიდან, სიგარეტის ნაწარმზე აქციზი გაიზარდა 20 თეთრით, ეს ეხება აბსოლუტურად ყველა სიგარეტს. გამორიცხულია, სიგარეტის ფასის ორმაგი ან სამმაგი ზრდა გამოწვეული იყოს აქციზით. სავარაუდოდ ის გამოწვეულია მოწოდება-მოთხოვნის დისბალანსით“– აცხადებს ლაშქარაძე.

Leave A Reply

Your email address will not be published.