გამოვიდეს პრეზიდენტი და თქვას რა მითხოვია მე მისთვის! მანანა კობახიძე

ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სთხოვს, საჯაროდ გამოვიდეს და თქვას, რა საქმეზე მიუმართავს მას თხოვნით.

მანანა კობახიძის მტკიცებით, მას არასდროს მიუმართავს პრეზიდენტისთვის კონკრეტული პირების შეწყალების თხოვნით.

ეს განცხადება მანან კობახიძემ გადაცემა არჩევანში გააკეთა.

„როგორც ალეკო ელისაშვილს აქვს თხოვნა პრეზიდენტთან, მეც მინდა, ვთხოვო მას, რომელთანაც არაერთხელ მქონია შესაძლებლობა, ტელეფონი ამეღო, დამერეკა მესაუბრა. მასთან ერთად დელეგაციებშიც ვყოფილვარ, აქაც და უცხოეთში. ძალიან ვთხოვ ბატონ გიორგის, გამოვიდეს და საჯაროდ ბრძანოს, ამ საქმეზე ან რომელიმე სხვა საქმესთან თუ მქონია რაიმე ტიპის საუბარი და თხოვნა, გარდა იმ ოფიციალური წერილისა, რომელიც 2013 წლის ნოემბერში გავაგზავნე და რომელზეც პასუხიც არ მიმიღია,“ – განცხადა მანანა კობახიძემ

ვიცე-სპიკერი ასევე ამბობს, რომ მას ალეკო ელისაშვილი ეცოდება, რადგან ის გახდა შემსრულებელი ძალიან ბინძური დავალების და, ალბათ, არ ჰქონდა იმედი, რომ ამ საქმეზე პროკურატურა საქმეს აღძრავდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.