გამსახურდია: ნეტავ გააცოცხლა საწყალი მამაჩემი და ამ ქინძებზე შეახედა ცალი თვალით

ნეტავ გააცოცხლა საწყალი მამაჩემი და ამ ქინძებზე შეახედა ცალი თვალით… არც ბელადომანი ვარ და კარგად მოგეხსენებათ, ბევრ ქართველზე მეტი გამიკეთებია და კიდეც გავაკეთებ პოლიტფეტიშიზმის წინააღდეგ… რასაც ახლა ვიტყვი, მეორე რესპუბლიკის ტრაგედიაა და არ უნდა ვამბობდე, მაგრამ: ნეტავ რომელს რა აქვს გაკეთებული ამ დამოუკიდებლობის მისაღწევად? ტექსტის შედგენაში მაინც თუ აქვთ მიღებული მონაწილეობა და რამდენი აცნობიერებდა იქედან, რას აწერდა ხელს…? განა არ იციან, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკულად ერთი კაცის გაკეთებულია?!

მართლა აღარაფრისა რცხვენია ამ ხალხს ფულის გულისთვის!

და კიდევ: ჩემი ღრმა რწმენით, ზოგადად პარლამენტარს საერთოდ არ ჭირდება სამარადისო პენსია სიცოცხლის მანძილზე. ამდენ მუქთახორას კიდევ კარგად უძლებს ეს ბედკრული ქვეყანა!

წერს: ცოტნე გამსახურდია

Leave A Reply

Your email address will not be published.