გამსახურდია: ვუსმინე პუტინის პოზიციას საქართველოზე. … რიტორიკა აშკარად შერბილებულია

“ვუსმინე პუტინის პოზიციას საქართველოზე. ყოველგვარი შეფასებითი ასპექტის გარეშე თუ ფაქტის კონსტატაციას მოვახდენთ, რიტორიკა აშკარად შერბილებულია.
სახალისოც იყო, რა თქმა უნდა, რომ რუსი ბიზნესების მიერ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტირება სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკის ცენტრალური საკითხია მისი ხედვით. ამას არც მალავს და ჩანს, ეს ბმული რუსეთში უკვე აქსიომატური გახდა 😉
ასეა თუ ისე, აშკარად იკვეთება პოზიტიური ტენდენციები და ჩვენ უნდა შევძლოთ მათი გამოყენება. თუნდაც ჩვენი მეზობელი სომხეთის მაგალითზე…”

Untitled

Leave A Reply

Your email address will not be published.