გამწვანების სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა თანამდებობა დატოვა

მერიის ეკოლიგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი თანამდებობდან გადადგა. ტელეკომპანია რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბრისას სულხანიშვილმა განმარტა, რომ თანამდებობიდან წასვლა ოჯახურ მიზეზს უკავშირდება.

რამდენიმე თვის წინ, ნინო სულხანიშვილის თანამდებობიდან გადადგომას პარტიზანული მებაღეობისა და საკრებულოს ოპოზიციის წევრები მოითხოვდნენ. გამწვანების სამსახურის უფროსის სახელი ყაზბეგის გამზირზე მოჭრილ ხეებს უკავშირდება, როდესაც 17 აგვისტოს, ყაზბეგის გამზირის 24 ნომერში ასწლოვანი ნაძვები გაჩეხეს. ადგილზე სამშენებლო კომპანია ორბი ჯგუფი 42 სართულიანი შენობის აშენებას აპირებს. პარტიზანი მებაღეები ითხოვდნენ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლებასა და კვალიფიციური კადრების აყვანას, ასევე ქალაქში მიმდინარე ეკოპროცესების გამოძიებას.

იმ დროისთვის, მერიაში აცხადებდენ, რომ ნინო სულხანიშვილის გადადგომა არ იგეგმებოდა.

ON.GE

Leave A Reply

Your email address will not be published.