განახლებული 20 და 50 ლარიანი ბანკნოტები მიმოქცევაში 1 თებერვლიდან ჩაეშვება.

განახლებული 20 და 50 ლარიანი ბანკნოტები მიმოქცევაში 1 თებერვლიდან ჩაეშვება. სებ-ის ცნობით, ორშაბათისთვის კომერციული ბანკების მხრიდან მოთხოვნა 2500 კონა 20 ლარიანზე და 1700 კონა 50 ლარიანზეა. სებ-ის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი მელაშვილის განცხადებით, ახალი ბანკნოტები უფრო მეტი დამცავი ნიშნით არის აღჭურვილი და მეტი გამძლეობით გამოირჩევა. კუპიურები 3 წლის განმავლობაში იქნება ვარგისი. აღსანიშნავია, რომ მასზე არის ასევე რელიეფური გამოსახულება, სუსტი მხედველობის ადამიანებისთვის უფრო მარტივად აღსაქმელად. ბანკნოტები, ეროვნული ვალუტის ემისიიდან, ლარის 20- წლის საიუბილეო წელს, პირველად განახლდა.

Comments
Loading...