განათლების უწყებაში დაწყებული საკადრო ოპტიმიზაცია წლის ბოლომდე დასრულდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ექვსი თვის წინ დაწყებული საკადრო ოპტიმიზაცია, ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, წლის ბოლომდე დასრულდება.

„ჩვენ ყველა დეპარტამენტს სათითაოდ გავდივართ და ვნახულობთ სად არის საჭირო მეტი ხალხი და სად არის საჭირო ნაკლები ხალხი. მომავალი წლიდან ჩვენი სამინისტრო ახალი სტრუქტურითა და შემადგენლობით დაიწყებს მუშაობას და ეს განმეორდება ყოველ წელს. ხელფასები არ შემცირდება, თუმცა საუბარია ათობით თანამშრომელზე, რომელიც დატოვებს სამსახურს“,- განაცხადა დღეს ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამართულ კონფერენციაზე.
უწყებების ოპტიმიზაციის გეგმის დამტკიცების შემდეგ ალექსანდრე ჯეჯელავამ დააანონსა, რომ კონკრეტული მიმართულებებით საკადრო შემცირებები იგეგმება.

დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით ადმინისტრაციული ხარჯების 10%–ით შემცირება დააანონსა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის 29 ნოემბრის სხდომაზე.

Comments
Loading...