განცხადება, თითქოს სააკაშვილის მიმართ ვიღაცამ ხელი გაიშვირა, სიმართლეს არ შეეფერებოდა – ელენე ხოშტარია

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ელენე ხოშტარიას განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხელი არავის გაუშვერია.

როგორც ხოშტარიამ ექსპრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ისაა, თუ რა გზით უნდა წასულიყვნენ – საპარლამენტო თუ რევოლუციის გზით.

„განცხადება, თითქოს არჩევნებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მიმართ ვიღაცამ ხელი გაიშვირა, სიმართლეს არ შეეფერებოდა. რეალურად არსებითი და ფუნდამენტური განსხვავება ჩვენ აზრებში ის არის, თუ რა გზით უნდა წასულიყო ჩვენი პარტია, საპარლამენტო თუ ქუჩის და რევოლუციის გზით.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი ამომრჩევლის, აქტივის და ქვეყნის ინტერესებშია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გზით დავამარცხოთ და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე წავიდეთ. ეს არის აზრთა სხვადასხვაობა, რაზეც დღეს ჩვენ პარტიაში ვკამათობთ და არა ვინმეს მიმართ თითის გაშვერით“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Comments
Loading...