გარდაბანში მკვლელობა მოხდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა დაპირისპირების ნიადაგზე მოხდა.

ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც „ინფო 9“-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა და დაკავებულია ერთი პირი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Comments
Loading...