გარდაბნის გამგებელი გ გარდაიცვალა

გარდაბნის გამგებელი გარსევან ნიორაძე 55 წლის ასაკში დღეს დილით თბილისში, საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა. გარსევან ნიორაძე 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნება”-მ გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამგებლის პოზიციაზე წარადგინა და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დღემდე გარდაბნის გამგებლის თანამდებობას იკავებდა. გარსევან ნიორაძე დაიბადა თბილისში, 1960 წლის 17 ოქტომბერს. სწავლობდა თბილისის მე-5 საშუალო სკოლაში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერ-მექანიკოსის ფაკულტეტი, მოგვიანებით კი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში დაეუფლა სამართალმცოდნეობას. 1983 წელს მუშაობა დაიწყო რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ინჟინრად, 1990 წელს კი ზესტაფონის ფერო-შენადნობთა ქარხნის დირექტორის მოადგილედ გადაიყვანეს. 1991 წლიდან დაინიშნა ქ.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის პრეფექტის მოადგილედ. რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა თბილისში და მუშაობა განაგრძო ვაჭრობისა და საგარეო ურთიერთობების სამინისტროში მინისტრის მოადგილედ. 2000 წელს დაიცვა დისერტაცია და გახდა ტექნიკურ-მეცნიერებათა დოქტორი, რის შემდეგაც აქტიურად ჩაერთო სამეცნიერო საქმიანობაში. გარსევან ნიორაძე ასევე გახლავთ საბჭოთა და ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში. დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.