გარდაბნის მე-4 საარჩევნო უბანთან დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

https://youtu.be/covyifsCrsU
ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ “აიპრესთან” განაცხადა, რომ გარდაბანში მეოთხე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინცინდენტში ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები მონაწილეობდნენ, რომლებიც ნასვამები იყვნენ.

“ჩვენი ინფორმაციით, მეოთხე უბანში მოხდა ჩხუბი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორებს შორის. მათ ერთმანეთში იჩხუბეს, ნასვამები იყვნენ. როგორც ვიცით, მდგომარეობა უკვე განმუხტულია. რაც შეეხება მეექვსე უბანს, რომლის დამკვირვებელიც გიგა ბოკერიაა, ვიცი, რომ იქ უბრალოდ ბევრი ხალხია თავმოყრილი და მეტი არაფერი. დანარჩენ უბნებზე მშვიდი ვითარებაა. თუ რამე მოხდება, რა თქმა უნდა, მზად ვართ”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, მეოთხე საარჩევნო უბნის კომისიაში, ნაცმოძრაობისა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა.

“კამერებს დაფიქსირებული აქვს, რომ დაახლოებით ერთიდაიგივე ჯგუფი დადის და პროვოკაციას აწყობს. წინა არჩევნებზე ეს უბანი ჩვენ გვაქვს მოგებული. როგორც ჩანს მათ აქვთ დავალებები, ჩაშალონ ეს არჩევნები, ეს ცხადია. მათ მცდელობა ქონდათ, არჩევნები მე-6 უბანზე ჩაეშალათ.

ისინი არიან აგრესიული ადამიანები და ფაქტია, რომ ჩვენს ამომრჩევლებს თავს ესმიან. მათ ჩხუბის პროვოცირება უნდათ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო რატიანმა.

Comments
Loading...