გარდაბნის N2 საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

გარდაბნის N2 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“
აქტივისტები და ის ნიღბიანი პირები დაუპირისპირდნენ, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ განცხადებით, N2 საარჩევნო უბანთან მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ განმარტავენ, ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც უცნობმა პირებმა არასრულწლოვან მოქალაქეს შეურაცხყოფა მიაყენეს.

ინციდენტის შემდეგ, პროცესში საპატრულო პოლიცია ჩაერთო, რომელიც „ნაცმოძრაობის“ წარმოამდგენლების თქმით, ნიღბიანების მიერ განხორციელებული ზეწოლისა და შეურაცხმყოფელი საქციელის მიუხედავად, რეაგირებას არ ახდენდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ასევე განმარტავს, რომ ტერიტორიაზე შეიარაღებული პირებიც მოძრაობდნენ.

ამ დროისთვის, ადგილზე სიტუაცია განმუხტულია.

“ინფო9”

Comments
Loading...