გარიგების რისკის გამო ხობში საფეხბურთო მატჩი გადაიდო

ხობში, პირველი ლიგის მე-16 ტურის მატჩში, ადგილობრივ “კოლხეთსა” და ცხინვალის “ლიახვის” შეხვედრა გადაიდო.

მატჩის გადადების მიზეზი სატელეფონო ზარი გახდა, ლიახვის ერთ ერთ ფეხბურთელს გარკვეული გასამრჯელო შესთავაზეს, ფეხბურთელმა მომხდარზე კლუბის ხელმძღვანელობა ჩააყენა საქმის კურსში. ხელმძღვანელობამ კი მომხდარის შესახებ ფეხბურთის ფედერაციას შეატყობინა.

ხობში იმყოფებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რომელიც კლუბების წარმომადგენლებს, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს პირადად შეხვდა. მოგვიანებით კი, სამსაჯო ჯგუფთან და კლუბების ხელმძღვანელებთან კონსულტაციის შემდეგ, თამაშის გადადების გადაწყვეტილება მიიღო – მიზეზი თამაშის გარიგების მაღალი რისკი გახდა.

Comments
Loading...