გასაიდუმლოებული ისლამური სკოლა ფონიჭალაში, სად აგზავნიან კურსდამთავრებულებს?!

ფონიჭალაში, გიგანტის დასახლებაში, ისლამს ასწავლიან. სკოლის – “ალმოსტაფა-საქართველოს” შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. კამერებთან საუბარს დაწესებულებაში ერიდებიან, თუმცა ამბობენ, რომ სკოლა წლებია არსებობს.

სკოლის ხელმძღვანელი, ირანელი დავუდ გაშამი საჯაროდ საუბარს ერიდება. თანამშრომლები კი ამბობენ, რომ აქ ბავშვებს ისლამს ასწავლიან, შემდეგ კი ირანში უშვებენ. “ალმოსტაფას” კურსდამთავრებულებს დიპლომს ან რაიმე სახის სერტიფიკატს არ აძლევენ. სკოლის მასწავლებელი ამბობს, რომ კურსდამთავრებულები იგზავნებიან მხოლოდ ირანში და არა სირიაში. მოსწავლეები პერიოდულად ხვდებიან ირანიდან ჩამოსულ სტუმრებსაც.

“ალმოსტაფა-საქართველოსთან” რაიმე სახის კავშირს უარყოფენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კავშირს არ ადასტურებენ არც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში. პრესსამსახურში განმარტეს, რომ სააგენტოს ხელმძღვანელი დავუდ გაშამს იცნობს, თუმცა ოფიციალური ურთიერთობა სასწავლებელთან სააგენტოს არ აქვს.

განათლების სამინისტროში კი ამბობენ, რომ ფონიჭალაში მდებარე სასწავლებელს ავტორიზაცია არ გაუვლია. “ალმოსტაფა-საქართველოს” შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში თითქმის არ არსებობს.

marshalpress

Leave A Reply

Your email address will not be published.